1.
პროექტის სახელი - ცაიში- ჩემი სამკვიდრებელი
2. პროექტის მოკლე აღწერა - საქართველოს ამ ულამაზესი ადგილის უკეთ გაცნობა, დახასიათება, მისი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, ტოპონიმების,
რელიგიური კერისა და მნიშვნელობის შესწავლა.
3.
პროექტის აქტუალობა - მონაწილეები გაეცნობიან ცაიშის ისტორიას, ძეგლებს, მის კულტურასა და ტრადიციებს. პროექტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას, გაიგებენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ცაიშის შესახებ.
4. პროექტის მიზნები -
ამ პროექტში მოცემული იქნება ცაიშის აღწერა, გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაცია, დახასათება, მისი მითოსური წარმომავლობა, არსებული წეს-ჩვეულებების,
ტრადიციების, სოფლის ტოპონიმების, ღირსშესანიშნაობების აღწერა, ლეგენდების, თქმულებების ჩაწერა ამ კუთხის წარმოშობის შესახებ. მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. ისინი მოაწყობენ ექსკურსიას ამ მხარეში და გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალას, ჩაწერენ ინტერვიუს სოფლის უხუცესებთან, გააკეთებენ ჩანაწერებს.
5.
მონაწილეთა ასაკი - VI-XII კლასები.
6.
ვადები/ხანგრძლივობა -
3 თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას-ფოტოალბომი, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ვებ-გვერდი.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - ტრანსპორტი, კომპიუტერი, ვიდეოაპარატი, წიგნები.
9.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები) -1). პროექტის იდეის გაცნობა. 2) ჯგუფის შედგენა, დავალებების მიცემა. 3) მასალების მოძიება ინტერნეტისა და ლიტერატურის საშუალებით. 4) ცაიშის ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობის საფუძვლიანი შესწავლა. 5) ექსკურსიების მოწყობა. 6) ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება და ალბომის შექმნა, 7) ინტერვიუს აღება, 8) ფოტომასალის და ნამუშევრების გამოფენა, სლაიდების მომზადება, 9) ვებ-გვერდის შექმნა.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება, უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძებნა ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, სლაიდების მომზადება, ვებ-გვერდის შექმნა).
11.
პროექტის ხელმძღვანელი -
ნანა ფიფია
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - nanafifia2@gmail.com
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
No comments:
Post a Comment